weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო

16:36 ორშაბათი, 02 აგვისტო 2021

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქაჯაია ფინალური ორთაბრძოლაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, კუბელ მიხაინ ლოპესთან დამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ ფინალამდე ფინელ, რუს და ჩილელ მოჭიდავეებს სძლია.

ამ დროისთვის საქართველოს გუნდს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული: ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია (90 კგ), ვერცხლის მედლები სამმა ძიუდოისტმა – გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ერთმა მოჭიდავემ – იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) აიღეს, ბრინჯაო კი ანტონ პლესნოიმ (96 კგ) მოიპოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]