weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა

10:19 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

ქართველი მძიმეწონოსანი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელმაც პარიზში ახლახან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო მედალი მოიპოვა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) 2016 წლის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ აღიარა.

პეტრიაშვილს გასული წლის საუკეთესო მოჭიდავისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი (10 000 $) ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა სწორედ პარიზში, ჩემპიონატის დასკვნით დღეს გადასცა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა პლანეტის პირველობის ფინალში მთავარი ფავორიტი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი თაჰა აქგული დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული მძიმეწონითი კატეგორიის გამარჯვებული გახდა.

შეგახსენებთ, რომ გორელი ფალავანი 2016 წელს კარიერაში პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]