მანჯუკიჩის გოლმა ხმათა 26% მიიღო და ყველა სხვა ნომინანტს აჯობა. მეორეადგილოსანი მუსა სოვის გოლი მცირედით ჩამორჩა პირველადგილოსანს - „ფენერბაჰჩეს“ სენეგელალი თავდამსხმელის გოლს, რომელიც მან „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუტანა, ხმების 25% ერგო.
გასული სეზონის საუკეთესო გოლის ნომინანტთა საბოლოო მონაცემები ასეთია:
მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი – რეალი, ჩემპიონთა ლიგა) – 26%
მუსა სოვი (ფენერბაჰჩე – მანჩესტერ იუნაიტედი, ევროპა ლიგა) – 25%
კაზემირო (რეალი – ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა) – 20%
მარკო ასენსიო (ესპანეთი – მაკედონია, ევროპის U21 ჩემპიონატი) – 11%
ჟორდი მბულა (ბარსელონა – დორტმუნდის ბორუსია, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა) - 8%
კევინ ფრიზენბიხლერი (ასტრა ჯურჯუ – აუსტრია, ევროპა ლიგა) – 6%
დანიელა საბატინო (იტალია – შვედეთი, ქალთა ევროპის ჩემპიონატი) – 4%
აქვე შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლადაც დასახელდა.