weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ნაკრებს გიორგი ლორია გამოაკლდა

11:11 ოთხშაბათი, 30 აგვისტო 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებს ტრავმის გამო ირლანდიასა და ავსტრიასთან მატჩებისთვის ძირითადი მეკარე გიორგი ლორია გამოაკლდა. გუნდმა გუშინ ორჯერადი ვარჯიში გამართა, ჯერ სატრენაჟორო დარბაზში, ხოლო შემდეგ - საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე.

გიორგი ლორიას ნუკრი რევიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრებს უკვე შეუერთდა. ლორიას გარდა, ეჭვქვეშაა ჯიმი ტაბიძის საკითხიც - იგი სამედიცინო შტაბის დაკვირვების ქვეშაა და ყველაფერი უახლოეს დროში გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები 26 გამოძახებული ფეხბურთელის ნაცვლად, ამჟამად 24 ფეხბურთელით განაგრძობს მზადებას, რადგან ვაკო ყაზაიშვილი გუნდს დღეს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს ირლანდიას თბილისში უმასპინძლებს, ხოლო 5 სექტემბერს სტუმრად ქალაქ ვენაში ავსტრიას ეთამაშება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]