weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ფულად ჯილდოს მიიღებენ ის სპორტსმენებიც, ვინც ოლიმპიადაზე ვერცხლი და ბრინჯაო აიღეს

22:18 შაბათი, 14 აგვისტო 2021
ფოტოზე ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი ფოტოზე ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი

ქართველი სპორტსმენები, რომელთაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ასევე მიიღებენ ფულად ჯილდოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„[ოლიმპიადაზე] წასვლის წინ გაგაცანით, რომ ოქროს მფლობელი მიიღებს მილიონ ლარს. ახლა რაც შეეხება ვერცხლის მფლობელებს, მე მინდა გაცნობოთ, რომ 500 000 ლარი იქნება თქვენი ჯილდო, ბრინჯაო – 250 000 ლარი. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას – ექიმებს, მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინ თქვენს გვერდით იდგა.

მე კარგად მესმის, რას ნიშნავს ოლიმპიელობა, რას ნიშნავს მთელი ქვეყნის სახელით წარსდგე მსოფლიო არენაზე და მოიპოვო ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება. მე ისიც ვიცი, თუ რა დგას ამ შედეგის უკან, ამ შედეგის მიღმა დგას თქვენი თავდაუზოგავი შრომა, თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სახელით. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. თქვენ ხართ მაგალითი ჩვენი მომავალი თაობისთვის, შვილებისთვის, რომლებიც გიყურებენ თქვენ და სწორედ თქვენს მაგალითებზე უნდა აღიზარდონ. მადლობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რვა მედალი ისტორიული შედეგია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა ოლიმპიური თამაშები 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შესაბამისად, სპორტსმენებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ჯამში 4 750 000 ლარი გადაეცემათ.

ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ლაშა ბექაური (ძიუდო) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა). ვერცხლის მედლები აიღეს ვაჟა მარგველაშვილმა (ძიუდო), ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), გურამ თუშიშვილმა (ძიუდო), იაკობ ქაჯაიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა), ბრინჯაოსი - ანტონ პლესნოიმ (ძალოსნობა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]