weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლაშა ტალახაძე კორონავირუსზე აიცრა

15:29 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფოტო საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფოტო

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგოფაიზერისვაქცინით აიცრა. ვაქცინა გაიკეთა ტალახაძის მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემაც.

„დღეს, მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გავიკეთეთ ვაქცინაცია. იქიდან გამომდინარე, თუ რა სიტუაციაა ქვეყანასა და მთლიანად მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი ადამიანი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ მოვსულიყავი და გამეკეთებინა აცრა. თოთოეულ ქართველს მოვუწოდებ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევები. ალბათ, თოთოეულის ვალია, მოვიდეს და გაიკეთოს ვაქცინაცია“, – განაცხადა ტალახაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღემდე ჩატარებულია 979 813 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 685 448 ადამიანი. ორივე დოზით აცრილია 294 365 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10.3%-ია.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, 2354 კი დაინფიცირდა. საავადმყოფოში მკურნალობს 7400 ინფიცირებული, რომელთაგან 361 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]