weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ გადავიდა

11:34 ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა, თბილისის „დინამოს“ 18 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბელგიურ საფეხბურთო კლუბ „გენტში“ გააგრძელებს. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ჩაკვეტაძისადმი „გენტის“ დაინტერესების შესახებ 4 თვის წინ გახდა ცნობილი. ამის შემდეგ, ბელგიელები თბილისის „დინამოსთან“ აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ტრანსფერის თაობაზე, რაც საბოლოოდ „დინამოს“ აღზრდილი ფეხბურთელის „გენტში“ გადასვლით დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ „გენტი“არსებობის ისტორიაში პირველად, ორი სეზონის წინ გახდა ბელგიის ჩემპიონი და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზა, სადაც მერვედფინალამდე გააღწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]