weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკანასკნელი საფეხბურთო ტრანსფერები ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დახურვამდე

13:51 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

ზაფხულის სამთვიანი სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ სექტემბერს დაიხურა და ტრადიციულად, უკანასკნელ დღეებში უამრავი ტრანსფერი განხორციელდა.

ტურინის „იუვენტუსმა“ გელზენკირხენის „შალკე 04“-იდან ბენედიქტ ჰიოვედესი ინათხოვრა. გერმანული კლუბი 29 წლის გერმანელი მცველის ნაცვლად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ იტალიური გრანდი მსოფლიო ჩემპიონი მცველის გამოსყიდვას მოისურვებს, კიდევ 8 მილიონის დამატება მოუწევს.

წერტილი დაესვა კილიან მბაპეს სატრანსფერო საგას - 18 წლის ფრანგი თავდამსხმელი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს, სადაც იჯარის წესით ითამაშებს, პარიზულ კლუბს კი მისი გამოსყიდვა შეეძლება.

„პარი სენ-ჟერმენი“ დატოვა და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ ერთწლიანი იჯარით წავიდა პოლონეთის ნაკრების შუახაზელი გჟეგოჟ კრიხოვიაკი. პარიზული კლუბი ასევე შეელია სერჟ ორიეს, რომელმაც „პსჟ“-ში ადგილი დანი ალვესის მოსვლის შემდეგ დაკარგა. 24 წლის კოტ დ’ივუარელი მარჯვენა მცველი „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ღირსებას დაიცავს. თავის მხრივ ლონდონურმა კლუბმა ასევე დაიმატა 32 წლის ესპანელი ფორვარდი ფერნანდო ლორენტე, რომელიც „დეზებში“ 2019 წლამდე ითამაშებს. „სუონსიმ“ კი ფერნანდო ლორენტეს შემცვლელად „მანჩესტერ სიტიდან“ კოტ დ’ივუარელი ფორვარდი ვილფრიდ ბონი დააბრუნა გუნდში, რომელიც უელსურ კლუბში 2013-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო პორტუგალიელი ტალანტი რენატო სანჩესი „ბაიერნიდან“ ინათხოვრა ერთი წლით.

ბოლო დღეს პრემიერ ლიგის გრანდებმაც იაქტიურეს: „ლივერპულმა“ ინგლისის ნაკრების 24 წლის ცაცია გარემარბი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი შეიძინა ლონდონის „არსენალიდან“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ლონდონის „ჩელსიმ“ კი „ლესტერ სიტიდან“ ასევე მარცხენა ნახევარმცველი დენი დრინკუოტერი გაიფორმა, რომელიც „არისტოკრატებში“ მომდევნო 5 წელი ითამაშებს. „ჩელსიმ“ ასევე იყიდა იტალიელი მარჯვენა მცველი დავიდე ძაპაკოსტა, რომლის სანაცვლოდაც „ტორინოს“ 23 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

გერმანიის გასული წლის ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა „ლაიპციგმა“ სლოვენიის ნაკრების წევრი კევინ კამპლი იყიდა ლევერკუზენის „ბაიერიდან“, მილანის „ინტერმა“ ბრაზილიელი ფორვარდი გაბრიელ ბარბოსა იგივე გაბიგოლი განათხოვრების წესით გაუშვა ლისაბონის „ბენფიკაში“, საიდანაც ბერძენი თავდამსხმელი კოსტას მიტროგლუ მარსელის „ოლიმპიკში“ წავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]