weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

„ტორპედოს“ მწვრთნელი, რომელიც გახარიას პარტიის სიაში იყო, გაათავისუფლეს

14:02 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021 hits 639
კახა ჩხეტიანი ივნისში, „ტორპედოში“ დაბრუნების დღეს კახა ჩხეტიანი ივნისში, „ტორპედოში“ დაბრუნების დღეს

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი, რომელიც ქუთაისის საკრებულოს არჩევნებში პარტიიდან „საქართველოსთვის“ მონაწილეობდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

ჩხეტიანი „ტორპედოში“ ივნისში დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. ხელმძღვანელობა მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად „ტორპედოს ბოლოდროინდელ შედეგებს ასახელებს.

„ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან“, – ნათქვამია საფეხბურთო კლუბის მიერ პირველ ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბისთვის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება მოულოდნელი იყო.

„რამდენიმე თვის წინ გვითხრეს, რომ მას ენდობოდნენ და ამ სეზონში მისი დავალება გუნდის ეროვნული ლიგაში დარჩენა იყო. არ არის ძნელი მისახვედრი, თუ რის გამო გაუშვეს და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა“, – აცხადებენ გულშემატკივრები და „ტორპედოს“ ხელმძღვანელობისგან დეტალური ახსნა-განმარტების მოთხოვნას აპირებენ.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მისი პარტიის პროპორციული სიის მესამე ნომრად თორნიკე ჩხეტიანი სექტემბრის დასაწყისში დაასახელა. არჩევნების შედეგებით პარტიამ საკრებულოში მხოლოდ ორი მანდატი მოიპოვა, რომლებიც ელეონორა არჩაიას და ნინო ჩიკვაშვილის ერგოთ. რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში ელეონორა არჩაიას ავტომობილი დააზიანეს, რასაც ის საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

„ტორპედოში“ ფეხბურთელის კარიერის შემდეგ, 2016-2019 წლებში, ის ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელი იყო, რა დროსაც „ტორპედო“ 15-წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, საქართველოს თასი (2016-2018 წლებში) და საქართველოს სუპერ თასი (2018-2019 წლებში) მოიპოვა. 2019-2020 წლებში ის „დინამო თბილისს“ ავარჯიშებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]