მერვე ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით 3.5:0,5 საბერძნეთის ნაკრების წევრები დაამარცხეს, დასკვნით მეცხრე ტურში კი ფრანგებს 2.5:1.5 სძლიეს.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული გუნდის შემადგენლობა არიან: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია და სოფიო გვეტაძე. გუნდის კაპიტანია დავით ჯოჯუა, ხოლო მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.
ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.