weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ყირგიზეთს 7:1 მოუგო

15:13 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

ყაზახეთში მიმდინარე პრეზიდენტის თასზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და კვლავ დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრ. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა ჭაბუკმა „ჯვაროსნებმა“ პირველ ტურში ალბანეთის ძლევის (5:0) შემდეგ, ამჯერად ყირგიზეთს 7:1 მოუგო.

ყირგიზ თანატოლებთან ზურაბ დავითაშვილმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. შვიდი გატანილი ბურთიდან ყველაზე ლამაზი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოდგა, როდესაც რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და საჯარიმოში შესულმა ძლიერად დაარტყა. კარგი იყო ლომთაძის ბოლო გოლიც, რომელიც მან ტექნიკურად შეასრულა.

7 სექტემბერს საქართველოს U17 ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს მასპინძელ ყაზახეთთან ჩაატარებს. პირველადგილოსანი გუნდი კი მეორე ჯგუფის გამარჯვებულს 8 სექტემბერს ფინალში შეხვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]