weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანელი მკლავჭიდელი ვასო იმერლიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

18:29 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში 18 წლის გურჯაანელმა ვასო იმერლიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ის +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში ასპარეზობდა.

ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი აიღო გიორგი მელიქიშვილმა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოქროს მედლები მოიპოვეს ირაკლი ზირაქაშვილმა და ბეთქილ ონიანმა. დავით არაბულმა (+90კგ) და შალვა ზურაბაშვილი (65კგ) ვერცხლის მედლები აიღეს, გიგა კოდუამ (60კგ) კი - ბრინჯაო.

რიგით 39-ე მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში ბუდაპეშტში 11 სექტემბერს დასრულდება. ჩემპიონატში 45 ქვეყნიდან დაახლოებით 1200 მკლავჭიდელი მონაწილეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]