21 წლის საბა ქუმარიტაშვილი ბაკურიანიდან არის და ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე ვარჯიშისას დაღუპული მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ახლო ნათესავია.
XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩინეთის დედაქალაქში 4-20 თებერვალს გაიმართება. ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვლიდან ჩაერთვება.
უფრო ადრე „პეკინი 2022“-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ: კაცებში – მორის ყვითელაშვილი, ქალებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.