ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დღეს დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს იმართება, საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ჯაბა პაპინაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) საქართველოს ბრინჯაოს მედლები მოუტანეს.
ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი და 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონია.