საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ ინიციატივა დათმო და მეორე ნახევარში ოთხი გოლი გაუშვა.
ყაზახეთთან საქართველოს U17 ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე (ბახტაძე 41), აბზიანიძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი (ჭავჭანიძე 41), კაპანაძე, აზაროვი (შვარცი 41), ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი (ჩარკვიანი 80), კვარაცხელია.
გოლები გაიტანეს: 0:1 დავითაშვილი (15) 0:2 კვარაცხელია (17) 0:3 ნურსენტი (33 საკ. კარში), 1:3 ხამიტი (50) 2:3 სავჩენკო (57 პენ.) 2:4 დავითაშვილი (61 პენ.) 3:4 სავჩენკო (64 პენ.) 4:4 შვორევი (70).
გიორგი ნემსაძის გუნდი ფინალში რუსეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდს შეხვდება - გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ, 8 სექტემბერს გაიმართება.