ისრაელის დედაქალაქში ძიუდოში გრანდ სლემი 17 თებერვალს დაიწყო. პირველ დღეს საქართველოს ნაკრები ხუთი სპორტსმენით გამოვიდა, რომელთაგანაც ფინალში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანი გავიდა. დანარჩენი ძიუდოისტები - თემურ ნოზაძე, ირაკლი კუპატაძე, ლაშა ნადირაძე და მარიამ ჯანაშვილი ტურნირს პირველივე შეხვედრებში გამოეთიშნენ.
22 წლის ეთერ ლიპარტელიანი 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. 2021 წელს, თელ ავივის გრანდ სლემზე მან ბრინჯაოს მოპოვება შეძლო.