weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ჩემპიონთა ლიგის ფინალი რუსეთში აღარ გაიმართება – UEFA-ს გადაწყვეტილება

14:08 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება. გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მიიღეს.

UEFA-ს ინფორმაციით, ფინალური მატჩი 28 მაისს, საფრანგეთში, სტად დე ფრანსის სტადიონზე შედგება. რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებს დაევალათ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი საშინაო მატჩები ნეიტრალურ მოედანზე გამართონ.

„საფრანგეთის მთავრობასთან ერთად, UEFA სრულად დაუჭერს მხარს ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს უკრაინაში ფეხბურთელებისა და მათი ოჯახების დახმარება, რომლებიც განიცდიან მძიმე ადამიანურ ტანჯვას, ნგრევას და იძულებით გადაადგილებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში მდებარე „კრესტოვსკის“ სტადიონზე უნდა გამართულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]