weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

17-წლამდელთა ნაკრები პრეზიდენტის თასის ფინალში პენალტებში დამარცხდა

11:20 შაბათი, 09 სექტემბერი 2017

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში გამართულ პრეზიდენტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილებმა ფინალში რუს თანატოლებთან დასანანი მარცხი პენალტების სერიაში იმწვნიეს.

ჭაბუკთა ნაკრები ფინალურ მატჩში მე-2 წუთზე დაწინაურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა მეტოქის საჯარიმოში და მცველების მოტყუების შემდეგ დარტყმაც კარგი გამოუვიდა - 1:0. ამის შემდეგ რუსები გააქტიურდნენ და 24-ე წუთზე ილია ვოროტნიკოვმა ანგარიში გაათანაბრა.

სათამაშო უპირატესობას უმეტესად რუსები ფლობდნენ და ქართველებს დაცვაში თამაში უწევდათ. რამდენჯერმე რთული ბურთი მოიგერია მეკარე ლუკა ხარშილაძემ.

გიორგი ნემსაძეს შეცვლა არ გაუკეთებია - შეხვედრა ძირითადმა თერთმეტეულმა დაიწყო და დაასრულა.

პენალტების სერიაში თავიდან ორ-ორი დარტყმა ზუსტად შეასრულეს გუნდებმა, მერე გულიაშვილმა ძელს მოარტყა ბურთი და ეს გადამწყვეტი გამოდგა. ამის შემდეგ არც რუსებს და არც ქართველებს დარტყმა არ გაუფუჭებიათ.

საქართველო - რუსეთი 1:1 (პ.ს. 4:5)

საქართველო: ხარშილაძე, კაპანაძე, აბზიანიძე, ნონიკაშვილი, აზაროვი, მექვაბიშვილი, ჩოთალიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]