მიტრიშევმა „მერსედესი“ 25-ე დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო, ხოლო გუნდის კაპიტანი უციევი და სადაევი იმის გამო დაჯილდოვდნენ, რომ დიდი ხანია ჩეჩნურ გუნდში თამაშობენ და კადიროვის თქმით, „კლუბის პატრიოტები“ არიან.
საჩუქრების გადაცემის ცერემონია „ახმატისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ მატჩის წინ გაიმართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე გროზნოს საფეხბურთო კლუბს სახელი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ შეეცვალა და „ტერეკის“ ნაცვლად რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის საპატივსაცემოდ „ახმატი“ დაერქვა.