weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველად ისტორიაში გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩი ქალმა იმსაჯა

11:36 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერს“ შორის გამართული ბუნდესლიგის მე-3 ტურის შეხვედრა იმით იყო გამორჩეული, რომ ისტორიაში პირველად გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს ქალი მთავარი არბიტრი სჯიდა.

FIFA-ს კატეგორიის რეფერი ბიბიანა შტაინჰაუსი 1979 წელს დაიბადა და თავდაპირველად ფეხბურთს თამაშობდა იქამდე, სანამ მამის მსგავსად არბიტრი გახდებოდა. მისი მეორე პროფესია პოლიციის ოფიცერია. ქალთა ფეხბურთში მსაჯობის შემდეგ, გერმანიაში მიღებული წესის თანახმად, მამაკაცთა ტურნირებში პირველად ქალი მთავარი არბიტრის მომსახურება რანგით დაბალ მე-2 ბუნდესლიგაში დანერგეს, სადაც პირველი ქალი მთავარი მსაჯი სწორედ ბიბიანა შტაინჰაუსი გახდა. მაისში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით კი, 2017-2018 წლების სეზონიდან ბიბიანა შტაინჰაუსი პირველი ქალი მთავარი არბიტრი გახდა, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგის მატჩებს განსჯის. აქამდე ქალი არბიტრები მამაკაცთა უმაღლეს საფეხბურთო ტურნირებში, მხოლოდ გვერდით მსაჯებად იყვნენ.

რაც შეეხება, ჰერტა-ვერდერის შეხვედრას, იგი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძლები ავსტრალიელმა მეთიუ ლეკიმ 38-ე წუთზე დააწინაურა, ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა დანიელმა ნახევარმცველმა თომას დილეინიმ კი სტუმარ ბრემენელებს 59-ე წუთზე ქულა გადაურჩინა. ბიბიანა შტაინჰაუსმა აღნიშნულ მატჩში ყვითელი ბარათი ერთხელ გამოიყენა, როდესაც 36-ე წუთზე „ჰერტას“ ნორვეგიელი ნახევარმცველი პერ სილიან შელბრედი გააფრთხილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]