weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭაბუკმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი მედალი მოიპოვეს

12:32 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

10 მონაწილისგან დაკომპლექტებულმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოკრძალებული შედეგით დაასრულა. 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე, რომელსაც ათენმა უმასპინძლა, გიორგი გეგელაშვილს (46 კგ) ვერცხლის მედალი ერგო, გიორგი ჭოლაძე (42 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გიორგი გეგელაშვილმა ფინალის გზაზე ბერძენი იანის მარტიდისი (10:0), აზერბაიჯანელი ტოფიგ ალიევი (6:1) და ყაზახეთის ნაკრების წევრი ადლან ასკაროვი (10:6) დაამარცხა, საჩემპიონო ბრძოლაში კი ამერიკელ კურტ ნამდი მაკჰენრი უმცროსთან წააგო (4:12) და მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ამჯერად ვერცხლი მიამატა.

გიორგი ჭოლაძემ მსოფლიო ჩემპიონატი უძლიერესი მეტოქის, რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან ბაგავუდინოვის ძლევით დაიწყო - 10:5. შემდეგ კანადელ გრეგორ ედვარდ მაკნილს მოუგო (10:0), მეოთხედფინალში კი უზბეკ უმიჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა (4:6) და ცოტა ხანში ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო, მას შემდეგ, რაც უზბეკმა ფინალის საგზური მოიპოვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ჭოლაძემ ირანელ მეჰდი მერდად ვეისს დამატებითი მაჩვენებლის უპირატესობით აჯობა (6:6), გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქი იუსუფ ერიუჩელი 10:0 დაამარცხა.

ფინალურ ბლოკში ლაშა ბაირამოვმა (76 კგ) და სოლომონ მანაშვილმაც (100 კგ) იჭიდავეს, მაგრამ მედლის გარეშე დარჩნენ. ვლადიმერ გამყრელიძე (54 კგ) და დავით ქოჩქიანი (85 კგ) მეოთხედფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას, ათეულის ოთხმა წევრმა: დიმიტრი სალდაძემ (50 კგ), თორნიკე ქათამაძემ (58 კგ), გიორგი ელბაქიძემ (63 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (69 კგ) კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარეს და დამარცხდნენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]