weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხუან პაბლო მონტოიამ „ბუგატით“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

10:43 სამშაბათი, 12 სექტემბერი 2017

ფორმულა 1-ში „უილიამსისა“ და „მაკლარენის“ ყოფილმა პილოტმა ხუან პაბლო მონტოიამ ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის საჭესთან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილიდან სტარტის დროს ის 400 კმ/სთ-მდე აჩქარდა, რის შემდეგაც სვლა შეანელა და გაჩერდა. მთელი მანევრისთვის კოლუმბიელ პილოტს 41.96 წამი დასჭირდა, ამ დროში კი მანქანამ 3.1 კმ გაიარა.

„გასაკვირია, რომ 400 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის, რაიმე რთული მომზადება საჭირო არ გახდა. „შირონის“ საჭესთან ეს ძალიან იოლი გამოდგა. უბრალოდ ჯდები და მიდიხარ, დაუჯერებელია, შთამბეჭდავია, რამდენად სტაბილურად მოქმედებს მანქანა“, - განაცხადა მონტოიამ.

2018 წელს Bugatti-ს კომპანიაში სერიული ავტომობილებისთვის 2010 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავენ. ის 431.072 კმ/სთ შეადგენს. ვის მიანდობენ ჰიპერქარს, ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ ხუან პაბლო მონტოიამ აღნიშნა, რომ მზად არის და თავის გრაფიკში საამისოდ დროს გამონახავს.

2016 წლის Bugatti Chiron აღიჭურვება რვალიტრიანი, ოთხტურბოჩამბერიანი W16 ძრავით, რომელიც 1500 ცხენისძალას ავითარებს. 400 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მონტოიას მხოლოდ 32.6 წამი დასჭირდა. მოდელის ტირაჟი 500 ეგზემპლარამდეა შეზღუდული და 300-ზე მეტი უკვე სისწრაფის შემოსავლიანმა თაყვანისმცემლებმა შეიძინეს, ყოველ მათგანს ამგვარი ავტომობილისთვის 3 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]