weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბარსელონამ“ „იუვენტუსს“ რევანში აუღო

11:04 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებამ სტარტი აიღო და ოთხ ქვეჯგუფში პირველი ტურის 8 შეხვედრა გაიმართა, რომლებშიც უმეტესწილად ფავორიტმა გუნდებმა იოლად იმარჯვეს, უდიდეს ინტერესს კი ბარსელონა-იუვენტუსის დაპირისპირება იწვევდა. კატალონიურმა გრანდმა გასულ სეზონში მშრალი მარცხისთვის ტურნიულ კლუბს სრულფასოვანი რევანში ლიონელ მესის დახმარებით აუღო.

A ჯგუფში განთესილმა ლისაბონის „ბენფიკამ“ საკუთარ მოედანზე დაუგეგმავი მარცხი მოსკოვის „ც.ს.კ.ა.“-სთან იწვნია. ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში პორტუგალიის ჩემპიონი კლუბი შვეიცარიელმა გოლეადორმა ჰარის სეფეროვიჩმა დააწინაურა, თუმცა მოსკოველმა არმიელებმა ორი გოლი გაიტანეს და ლისაბონიდან უაღრესად საჭირო სამი ქულა წაიღეს. „ოლდ ტრაფორდზე“ მოიგო ჩემპიონთა ლიგას მონატრებულმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ – „წითელმა ეშმაკებმა“ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს შვეიცარიის ჩემპიონ „ბაზელს“.

ბენფიკა - მოსკოვის ც.ს.კ.ა. 1:2

1:0 სეფეროვიჩი (50) 1:1 ვიტინიო (63 პ.) 1:2 ჟამალეტდინოვი (71).

მანჩესტერ იუნაიტედი - ბაზელი 3:0

ფელაინი (35), ლუკაკუ (53), რეშფორდი (84).

B ჯგუფში ორივე გამოკვეთილმა ფავორიტმა გუნდმაც სოლიდური სხვაობით მოიგო: მიუნხენის „ბაიერნმა“ კაცნაკლული ბრიუსელის „ანდერლეხტი“ დასაჯა, „პარი სენ-ჟერმენის“ ნაქებმა ძვირადღირებულმა ტრიომ კი გლაზგოში გაილაღა.

ბაიერნი - ანდერლეხტი 3:0

რ. ლევანდოვსკი (12 პ.), ტიაგო ალკანტარა (65), კიმიხი (90).

სელტიკი - პარი სენ-ჟერმენი 0:5

ნეიმარი (19), მბაპე (34), კავანი (40 პ.), ლუსტიგი (83 ს.კ.), კავანი (85).

აზერბაიჯანულ „ყარაბაღს“ უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში დებიუტი ჩაუმწარა ლონდონის „ჩელსიმ“, რომელმაც საკუთარ „სტემფორდ ბრიჯზე“ წირვა გამოუყვანა ყურბან ყურბანოვის გუნდს. პარალელურად კი რომა-ატლეტიკო მიმდინარეობდა, რომელიც უგოლოდ დასრულდა, თუმცა სტუმარ მადრიდელებს გამარჯვება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეეძლოთ, რა დროსაც ცარიელ კარში გატანა ვერ მოახერხეს.

ჩელსი - ყარაბაღი 6:0

პედრო (5), ძაპაკოსტა (30), ასპილიკუეტა (55), ტ. ბაკაიოკო (71), ბაჩუაი (76), მედვედევი (82 ს.კ.).

რომა - მადრიდის ატლეტიკო 0:0

D ჯგუფში მცირე მოულოდნელობა გამოდგა ლისაბონის „სპორტინგის“ სტუმრად გამარჯვება საბერძნეთის ჩემპიონ „ოლიმპიაკოსთან“. ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა პირეოსში პირველივე ტაიმი 3:0 მოიგო, ბოლო წუთზე კი ორი გოლი გაუშვა. პარალელურად სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა - „კამპ ნოუზე“ მასპინძელ კატალონიელებს ბევრი რამ ჰქონდათ დასამტკიცებელი, რასაც თავი რაღა თქმა უნდა ლიონელ მესის წყალობით გაართვეს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს აქამდე ჯანლუიჯი ბუფონისთვის გოლი არ ჰქონდა გატანილი, ამჯერად კი დუბლი შეასრულა და ერნესტო ვალვერდეს გუნდს პრინციპული მატჩი მოაგებინა.

ოლიმპიაკოსი - ლისაბონის სპორტინგი 2:3

0:1 ს. დუმბია (2) 0:2 ჟელსონ მარტინსი (13) 0:3 ბრუნო ფერნანდესი (43) 1:3 ფ. პარდო (89) 2:3 ფ. პარდო (90).

ბარსელონა - იუვენტუსი 3:0

მესი (45), რაკიტიჩი (56), მესი (69).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება პირველი ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]