ტრავმის მიუხედავად, ტალახაძემ ატაცში 217, ხოლო აკვრაში 245 კილოგრამი დაძლია. ორჭიდის ჯამში 462 კილოგრამი დაფიქსირდა და კარიერაში მეექვსედ, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილები სომხეთის წარმომადგენელმა მოიპოვეს: ვერცხლი ვარაზატ ლალაიანმა, ბრინჯაო კი გორ მინასიანმა.
ლაშა ტალახაძე, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრასა (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).