weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იუვენტუსის“ პრეზიდენტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

16:17 შაბათი, 16 სექტემბერი 2017

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი შესაძლოა ფეხბურთიდან მოკვეთონ. იტალიური გრანდის პრეზიდენტს სეზონური აბონიმენტების გადაჭარბებული რაოდენობით და უკანონოდ გაყიდვა ედება ბრალად.

იტალიის პროკურატურამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. ანდრეა ანიელის აკავშირებენ კალაბრიის კრიმინალური ჯგუფის წევრ როკო დომინელოსთან. აღსანიშნავია, რომ ანიელიმ მასთან შეხვედრას აღიარებს და ამბობს, რომ იგი დომინელოს „იუვენტუსის“ სხვა ულტრასებთან ერთად შეხვდა, რომელიც კლუბმა მოაწყო, თუმცა წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

საგულისმხოა ისიც, რომ რიკო დომინელოს ცოტა ხნის წინ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმ შემთხვევაში თუ ანდრეა ანიელის ბრალდება დაუმტკიცდება, იგი ავტომატურად დატოვებს „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტს და ფეხბურთს 10 წლის ვადით ჩამოშორდება.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, ანიელი ევროპის დიდი გუნდების ასოციაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული, სადაც კარლ-ჰაინც რუმენიგე შეცვალა. „იუვენტუსის“ ბოლოპერიოდის აღზევება კი სწორედ ანდრეა ანიელის სახელთანაა დაკავშირებული: „ბებერი ქალბატონის“ პრეზიდენტად იგი 2010 წელს დაინიშნა და მას შემდეგ ტურინულმა კლუბმა 6-ჯერ იტალიის პირველობა მოიგო, სამჯერ - იტალიის თასი და სუპერთასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]