იტალიის პროკურატურამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო. ანდრეა ანიელის აკავშირებენ კალაბრიის კრიმინალური ჯგუფის წევრ როკო დომინელოსთან. აღსანიშნავია, რომ ანიელიმ მასთან შეხვედრას აღიარებს და ამბობს, რომ იგი დომინელოს „იუვენტუსის“ სხვა ულტრასებთან ერთად შეხვდა, რომელიც კლუბმა მოაწყო, თუმცა წაყენებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
საგულისმხოა ისიც, რომ რიკო დომინელოს ცოტა ხნის წინ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იმ შემთხვევაში თუ ანდრეა ანიელის ბრალდება დაუმტკიცდება, იგი ავტომატურად დატოვებს „იუვენტუსის“ პრეზიდენტის პოსტს და ფეხბურთს 10 წლის ვადით ჩამოშორდება.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, ანიელი ევროპის დიდი გუნდების ასოციაციის პრეზიდენტად იქნა არჩეული, სადაც კარლ-ჰაინც რუმენიგე შეცვალა. „იუვენტუსის“ ბოლოპერიოდის აღზევება კი სწორედ ანდრეა ანიელის სახელთანაა დაკავშირებული: „ბებერი ქალბატონის“ პრეზიდენტად იგი 2010 წელს დაინიშნა და მას შემდეგ ტურინულმა კლუბმა 6-ჯერ იტალიის პირველობა მოიგო, სამჯერ - იტალიის თასი და სუპერთასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.