weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა 4 მედალი და გუნდური შეჯიბრების მე-2 ადგილი მოიპოვეს

14:05 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ასპარეზობაში კი მე-2 ადგილი და ვერცხლის მედლები ერგო.

ინდივიდუალური შეჯიბრების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) მოიპოვა, შემდეგ კვარცხლბეკზე ასვლა ლუკა მაისურაძემ (81 კგ) ვერცხლის მედლით შეძლო, ამირან წიქორიძემ და გელა ზაალიშვილმა (ორივე +100კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მაისურაძემ ფინალამდე 4 მეტოქე ჩამოიცილა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი გერმანელ ტიმ გრამკოუსთან დამარცხდა. წიქორიძემ ბრინჯაოს შერკინებაში უკრაინელ ლეონიდ გასიუკს აჯობა, ხოლო ზაალიშვილმა ჰოლანდიელი იურ სპეიკერსი დაჯაბნა.

გუნდურ შეჯიბრზე ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა ჭაბუკებმა პირველ წრეში დაისვენეს, შემდეგ კი შვეიცარიას (4:1), მონტენეგროსა (5:0) და რუსეთს (3:2) სძლიეს. ფინალში საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანს დაუპირისპირდა და დასანანი მარცხი განიცადა – 2:3. ბრინჯაოს მედლები რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს ერგოთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]