weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

16 წლის ფეხბურთელის სამი რეკორდი იტალიის ჩემპიონატში

10:14 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

გენუის საფეხბურთო კლუბ „ჯენოას“ თავდამსხმელ პიეტრო პელეგრის შესახებ არამხოლოდ სამშობლოში, არამედ უკვე მთელ მსოფლიოშიც საუბრობენ. საქმე ისაა, რომ 16 წლის ფეხბურთელი იტალიის სერია A-ში რამდენიმე მიღწევის ავტორი გახდა.

„ჯენოას“ აკადემიის აღზრდილ პიეტრო პელეგრის სერია A-ში დებიუტი 2016 წლის 22 დეკემბერს „ტორინოს“ წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ ფეხბურთელი მხოლოდ 15 წლისა და 280 დღის იყო, ეს კი რეკორდია, რადგან იტალიის ჩემპიონატში მასზე უმცროსს არავის არასოდეს უთამაშია.

2017 წლის 28 მაისს, რომში „სტადიო ოლიმპიკოზე“ ფრანჩესკო ტოტის ფეხბურთიდან აცილებდნენ. „რომასა“ და „ჯენოას“ მატჩში გოლის გატანა კი სწორედ პიეტრო პელეგრიმ შეძლო, 16 წლისა და 72 დღის ასაკში.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში მესამედ კი ჭაბუკი ფეხბურთელი იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში მოექცა: პიეტრო პელეგრი რომის „ლაციოსთან“ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, დუბლი შეასრულა და რეკორდი დაამყარა - 16 წლის და 112 დღის პელეგრი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს მატჩში დუბლი შეასრულა.

პიეტრო პელეგრის კუმირი და ეტალონი ზლატან იბრაჰიმოვიჩია და ცდილობს საფეხბურთო სამყაროში შვედი ვარსკვლავივით თავისი სახელი დატოვოს. თინეიჯერ იტალიელ ფეხბურთელს ყველა წინაპირობა აქვს დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, თანაც ზაფხულში უკვე იყო საუბარი, რომ იგი გენუას დატოვებდა: აპენინურ მედიას თუ დავუჯერებთ, 16 წლის თავდამსხმელის ხელში ჩაგდების ყველაზე კარგი შანსი „მილანს“ აქვს, თუმცა „იუვენტუსი“ და „ინტერიც“ აქტიურად ცდილობენ რეკორდსმენი ტალანტის საკუთარ გუნდში გადაყვანას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]