weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ფორბსმა“ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა

10:48 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

გამოქვეყნდა წლის ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენების სია - პრესტიჟულ ჟურნალ „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, 2017 წელს მოქმედ სპორტსმენებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველ ადგილს უკვე მეორე წელია არ თმობს პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება 93 მილიონი დოლარით გაიზარდა და ეს თანხა დაახლოებით 10 მილიონით აღემატება რონალდოს წინა წლის საერთო შემოსავალს.

მეორე პოზიცია NBA-ს 32 წლის ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსს უკავია. ამერიკელმა კალათბურთელმა 2017 წელს 86.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში ლიონელ მესის გადაუსწრო.

მესამე ადგილზე მყოფიმა არგენტინელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, 1 მილიონი დოლარით ნაკლებია.

მეოთხე პოზიციაზეა მსოფლიოს N1 ჩოგანი როჯერ ფედერერი, რომელიც მიმდინარე წელს 64 მილიონი დოლარით გამდიდრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფედერერს აღნიშნული შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილი - 6 მილიონი დოლარი აქვს ნაშოვნი ჩოგბურთის კორტებზე, დანარჩენი 58 მილიონი კი სარეკლამო კამპანიებიდან მიღებული ჰონორარები გახლავთ.

მეხუთე პოზიციაზე კი ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტია, რომელიც გასულ წელსაც იგივე პოზიციაზე იყო. 28 წლის კალათბურთელმა მიმდინარე წელს საკუთარი ქონება 60.6 მილიონი დოლარით გაზარდა და ეს თანხა მისი გასული წლის საერთო შემოსავალს დაახლოებით 10 მილიონი დოლარით აღემატება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]