weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ბორჯომის ტყის აღსადგენად საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ითამაშებენ

13:39 სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან და საქველმოქმედო მატჩს გამართავენ, საიდან შემოსული თანხაც ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის იქნებიან: კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, სერჟინიო, ხავიერ ძანეტი, ერნან კრესპო, ივან კორდობა, ანდრეი შევჩენკო, ზვონიმირ ბობანი, ფრანჩესკო ტოტი, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

29 სექტემბერს 21:00 საათზე, თბილისის „დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში „მსოფლიოს XI“ მასპინძელ „GFF XI“-ს დაუპირისპირდება.

საქველმოქმედო შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე www.tkt.ge-ზე დღეს, 19 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და მისი ძირითადი ნაწილის ფასი 5 ლარი იქნება, ასევე, გაყიდვაშია 10, 15 და 25-ლარიანი ბილეთები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]