weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ასტონ მარტინი“ ფორმულა 1-ის ძრავების წარმოებას აპირებს

10:59 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

თანამედროვე ტურბო-ჰიბრიდული ძრავებისა და აეროდინამიკის წყალობით, ფორმულა 1-ის ავტომობილების სიჩქარე არნახულად გაიზარდა, თუმცა ამ ძრავებმა ვერაფრით მოიპოვა პოპულარობა. წინა ატმოსფერულებთან შედარებით ისინი ნაკლები ხმაურით გამოირჩევიან, რაც F1-ის ფანებს არ მოსწონთ. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია მეტისმეტად ძვირია, რაც F1-ში დიდი კომპანიების მოსვლას უშლის ხელს. საუბარი აღარაა შედარებით პატარა კომპანიებზე.

მაგრამ ეს სიტუაცია მალე ალბათ შეიცვლება: 2021 წლის სეზონიდან ძრავების ახალი რეგლამენტი შევა ძალაში, რომელმაც ეს ორი ძირითადი პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამ ამბავს რამდენიმე კომპანია მოუთმენლად ელის, მათ შორისაა „ასტონ მარტინი“, რომელიც ამჟამად ფორმულა 1-ში მხოლოდ „რედ ბულის“ სპონსორის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ბრიტანული კონცერნი F1-ის ძრავების წარმოებითაა დაინტერესებული.

„ასტონ მარტინის“ შეფმა ენდი პალმერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ F1-ში თავისი კომპანიის უფრო მეტად ჩართულობა სურს, ვიდრე სპონსორობაა. ის ამბობს, რომ კომპანიის სპეციალისტები, ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესს აკვირდებიან და სწავლობენ, და თუ ის „ასტონ მარტინისთვის“ მისაღები იქნება, რაც პირველ რიგში ძრავების ფასების მნიშვნელოვან შეკვეცას გულისხმობს, მაშინ კონცერნი F1-ის ძრავის შემუშავებას გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავებას ამჟამად „პორშე“ და „კოსუორტიც“ აკვირდებიან, რომლებსაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნება სურთ. გარდა ამისა, საკუთარი ძრავების წარმოებას არ გამორიცხავს „მაკლარენი“, რომელსაც „რენოსთან“ ახლახანს გაფორმებული კონტრაქტი, სწორედ ახალი რეგლამენტის ამოქმედების წინ უმთავრდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]