weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართველი სუმოისტები სექტემბრის სუპერტურნირზე წარუმატებლად ასპარეზობენ

14:30 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირზე ერთადერთი მოგება და 9 წაგება დააგროვა და ცხადი გახადაა, რომ უარყოფით ბალანსსა (მაკე-კოში) და წოდებაში ვარდნას ვერ გადაურჩება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ტოკიოს დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე აკი ბაშოს ტურნირს აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულით შეხვდა, თუმცა ტრავმის გამო სრული დატვირთვით ვერ ირჯება და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში შედეგებიც შესაბამისი აქვს.

რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ასევე წარუმატებლად ასპარეზობს გაგამარუს სახელით ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც 3 მოგების წილ მე-7 მარცხი განიცადა. შეგახსენებთ, რომ გაგამარუ აკი ბაშოს ძურიოში მე-7 ნომრის განთესვით შეხვდა და თუკი დარჩენილი ხუთივე ორთაბრძოლა არ მოიგო, მასაც წოდებაში ვარდნა ელის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]