weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლეგენდარული მოკრივე ჯეიკ ლა მოტა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

10:14 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

„ცოფიან ხარად“ წოდებული ლეგენდარული იტალო-ამერიკელი მოკრივე ჯაკობე იგივე ჯეიკ ლამოტა 95 წლის ასაკში, ფლორიდის შტატში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ბრონქსში გაზრდილი ჯეიკ ლამოტას პროფესიული მოკრივის კარიერა 1941-1954 წლებში შედგა. „ცოფიანმა ხარმა“ 83 ორთაბრძოლა მოიგო (30 - ნოკაუტით), 19-ჯერ დამარცხდა, ოთხჯერ კი მეტოქეებთან ყაიმით დაასრულა შეხვედრა. მის კარიერაში აღსანიშნავია ლეგენდარულ მოკრივე რეი „შუგარ“ რობინსონთან გამართული ექვსი ორთაბრძოლა.

1970 წელს ჯეიკ ლამოტას მემუარი სახელად „ცოფიანი ხარი: ჩემი ამბავი“ გამოქვეყნდა, რომელიც საფუძვლად დაედო აღიარებული იტალო-ამერიკელი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს 1980 წელს გამოსულ ბიოგრაფიულ შავ-თეთრ კინოშედევრს „ცოფიანი ხარი“. წარმატებულ ფილმში ჯეიკ ლამოტას შესრულებული როლით რობერტ დე ნიროს ოქროს გლობუსი და ოსკარი ერგო. ლეგენდარული მოკრივის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოსკაროსანმა მსახიობმა მოკლე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: „მშვიდობით განისვენე ჩემპიონო.“

ფოტოზე: რობერტ დე ნირო და ჯეიკ ლა მოტა „ცოფიანი ხარის“ გადაღებებზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]