„ატლეტიკოს“ ახალი სტადიონი სულ რაღაც ერთი კვირის ისტორიას ითვლის და იგი ოფიციალურად შაბათს, ატლეტიკო-მალაგას მატჩით გაიხსნა. „როხიბლანკოსის“ საშინაო არენა 67 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი. 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში 1 ივნისს ჩატარდება.
მადრიდისა და ბაქოს გარდა, ცნობილია ასევე 2019 წლის ევროპის სუპერ თასის მასპინძელი სარბიელიც: ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული ორი გუნდი სტამბოლის „ბეშიქთაშის“ სტადიონ „ვოდაფონ პარკზე“ ითამაშებენ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის ფინალურ მატჩებს, შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის ფინალი ლიონში 16 მაისს ჩატარდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი - 26 მაისს კიევში, ხოლო UEFA-ს სუპერ თასის მატჩს 15 აგვისტოს ტალინის „ლე კოკ არენა“ უმასპინძლებს.