სტივ ჯერარდი „ლივერპულის“ ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა. მან მერსისაიდელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს თასი და ევროპის სუპერ თასი მოიგო, საშინაო არენაზე კი ორ-ორჯერ ინგლისის ასოციაციის თასსა და სუპერ თასზე, აგრეთვე ინგლისის ლიგის თასზე იმარჯვა.
ლონდონის „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ აღზრდილი ფრენკ ლამპარდი საუკეთესო წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გამოდიოდა, სადაც 2001-2014 წლებში ითამაშა. „არისტოკრატებთან" ერთად ლამპარდმა ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, სამჯერ ინგლისის ჩემპიონატი, ოთხჯერ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი მოიგო.