„ჩემპიონი კლუბისთვის თეთრ სახლში მისვლა უდიდეს პატივად ითვლება. სტეფ კარი ყოყმანობს, ამიტომაც მიწვევას ვაუქმებ“, - წერს დონალდ ტრამპი.
ვინაიდან თეთრ სახლში ვიზიტს ზაზა ფაჩულიას გუნდის წევრების ნაწილი, მათ შორის ლიდერი სტეფ კარი უარობდა, ტრამპთან აუდიენციის მიზანშეწონილობაზე ოკლენდელ კალათბურთელებს თათბირი უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა საერთო კრების აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნა.