წელს ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც 3 სხვადასხვა კლასის ავტომობილებით მონაწილეობდნენ: Formula Alfa, Legends Cars და კომპაქტ-კლასი, სადაც BMW-ს ავტომობილები ჭარბობს. შეჯიბრება საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგლამენტის მიხედვით ჩატარდა.
ბრიჯსტოუნის შავი ზღვის თასის საპრიზო ფონდმა 12 000 ლარი შეადგინა, რომელიც სამივე კლასში გამარჯვებულ მრბოლელებს შორის გადანაწილდა. ღონისძიებას „თეგეტა მოტორსის“ სხვა პარტნიორი კომპანიების, Motul-ისა და Bosch-ის იაპონიის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
Formula Alfa :
- სანდრო თავართქილაძე
- შაკო ციხელაშვილი
- ჰარალდ შლეგელმიხი
Legends Cars:
- შოთა აფხაზავა
- არჩილ ბიძინაშვილი
- გიორგი ბეჟიტაშვილი
კომპაქტ-კლასი:
- ვასიკო ჭონიშვილი
- კონსტანტინე კოლიაშვილი
- ვანო მძელური