„ჯვაროსნები“ უელსსა და სერბეთთან შეხვედრებისთვის მზადებას 2 ოქტომბერს დაიწყებენ. ეროვნულ გუნდში შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (თბილისის დინამო).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (ხაბაროვსკის ს.კ.ა. ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (უკლუბო), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ოთარ კიტეიშვილი (თბილისის დინამო).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი).
ასევე ცნობილია კიდევ ექვსი ფეხბურთელის ვინაობა, რომელსაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო), ლევან გეგეჭკორი, ბაქარ ქარდავა (ორივე - თბილისის დინამო, თბილისი), თეიმურაზ შონია (ბათუმის დინამო), მურთაზ დაუშვილი (დიოშდიორი, უნგრეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია).
საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირება 6 ოქტომბერს, თბილისის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე შედგება. სერბეთთან მატჩი კი 9 ოქტომბერს, ბელგრადში გაიმართება.