weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის ძალოსნები ერთი წლით იქნენ დისკვალიფიცირებული

11:03 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის ძალოსნობის ფედერაციათა წევრობის ერთი წლით შეჩერების შესახებ, რის შედეგადაც, ამ ქვეყნების წარმომადგენელი ძალოსნები საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა შაბათს ბუქარესტში ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთი წლით შეუჩერდეს წევრობა ქვეყნებს, რომელთა წარმომადგენელმა სამმა ან მეტმა სპორტსმენმა დოპინგის საწინააღმდეგო წესები 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე დაარღვია. ეს დარღვევები აღმოაჩინეს ათლეტებისათვის დოპინგზე შესამოწმებლად აღებული სინჯების განმეორებით შემოწმების შედეგად. დისკვალიფიკაცია ასევე ეხება ბელარუსის, მოლდოვას, ყაზახეთისა და ჩინეთის წარმომადგენელ ძალოსნებს. ისინი გამოტოვებენ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე შეერთებულ შტატებში ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]