24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მე-16 წუთზე ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა, მისმა გუნდმა კი საშინაო მატჩი 2:1 მოიგო.
ვალერი ყაზაიშვილმა ამერიკაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კალიფორნიული გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აქვს.