weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაქს ფერსტაპენმა 20 წლის იუბილე მალაიზიაში გამარჯვებით აღნიშნა

12:45 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

ჰოლანდიელმა მრბოლელმა მაქს ფერსტაპენმა თავისი 20 წლის იუბილე მალაიზიის გრან-პრის დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. მან პირველივე წრეზე შეძლო მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ ლუის ჰამილტონის ჩამოტოვება, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო. ფერსტაპენისთვის აღნიშნული გამარჯვება ფორმულა 1-ის კარიერაში მხოლოდ მეორეა.

დაწინაურების შემდეგ, ფერსტაპენმა ლიდერობა მხოლოდ მაშინ დათმო (თანაგუნდელ დანიელ რიკარდოსთან), როდესაც საბურავების შესაცვლელად ბოქსებში შევიდა.

ჩემპიონატის ლიდერმა ჰამილტონმა რბოლა მეორე ადგილზე დაასრულა და რაც მთავარია, მან მთავარ კონკურენტ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ფეტელმა სტარტი ბოლო პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ შესანიშნავად იასპარეზა, რბოლის მიწურულს უსწრაფესი წრე დააფიქსირა და ფინიშს მეოთხემ მიაღწია. რბოლის დასრულების შემდეგ კი, სანამ პიტლეინზე დაბრუნდებოდა, მას უკნიდან ლანს სტროლი დაეჯახა. გერმანელი პილოტის „ფერარი“ ძლიერ დაზიანდა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მასზე ტრანსმისია შესაცვლელი გახდება. ეს კი ფეტელს იაპონიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე ადგილების დაკარგვად დაუჯდება.

მალაიზიის დიდი პრიზი უკანასკნელად გაიმართა. მისმა ორგანიზატორებმ აკიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ F1-ის რბოლის მასპინძლობას აღარ გეგმავენ. შეგახსენებთ, რომ ამ აზიურ ქვეყანაში F1-ის რბოლები 1999 წლიდან ტარდება. მიმდინარე სეზონში კი სულ ხუთი ეტაპიღა დარჩა. მორიგი გაჩერება იაპონიის სუზუკაა, სადაც დიდი პრიზების ქარავანი რბოლას ერთ კვირაში გამართავს.

მალაიზიის დიდი პრიზი

სეპანგი, დისტანცია 310.408 კმ (56 წრე, 5.543 კმ)

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 1:30:01.290

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) +00:12.770

დანიელ რიკარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 00:22.519

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 00:37.362

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 00:56.021

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 01:18.630

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 1 წრე

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 1 წრე

ფელიპე მასა (ბრაზილია, „უილიამსი“) 1 წრე

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 1 წრე

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 1 წრე

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 1 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 1 წრე

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 1 წრე

ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, „რენო“) 1 წრე

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 1 წრე

პასკალ ვერლაინი (გერმანია, „ზაუბერი“) 1 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 2 წრე

რბოლას გამოეთიშნენ:

კარლოს საინსი (ესპანეთი, „ტორო როსო“) 27 წრე

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 56 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:34.080, მე-40 წრე

2017 წლის პილოტთა საერთო კლასიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი - 281 ქულა
  2. სებასტიან ფეტელი - 247
  3. ვალტერი ბოტასი - 222
  4. დანიელ რიკარდო - 177
  5. კიმი რაიკონენი - 138
  6. მაქს ფერსტაპენი - 93
  7. სერხიო პერესი - 76
  8. ესტებან ოკონი - 57
  9. კარლოს საინსი - 48
  10. ნიკო ჰულკენბერგი - 34
  11. ფელიპე მასა - 33
  12. ლანს სტროლი - 32
  13. რომენ გროჟანი - 26
  14. სტოფელ ვანდოორნი - 13
  15. კევინ მაგნუსენი - 11
  16. ფერნანდო ალონსო - 10
  17. ჯოლიონ პალმერი - 8
  18. პასკალ ვერლაინი - 5
  19. დანლ კვიატი - 4
  20. მარკუს ერიკსონი - 0
  21. ანტონიო ჯოვანაცი - 0
  22. პიერ გასლი - 0

2017 წლის კონსტრუქტორთა თასის საერთო ჩათვლა:

  1. მერსედესი - 503 ქულა
  2. ფერარი - 385
  3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 270
  4. ფორს ინდია-მერსედესი - 133
  5. უილიამს-მერსედესი - 65
  6. ტორო როს-რენო - 52
  7. რენო - 42
  8. ჰაას-ფერარი - 37
  9. მაკლარენ-ჰონდა - 23
  10. ზაუბერ-ფერარი - 5
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]