weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კატალონიის დამოუკიდებლობის გამო პიკემ ნაკრებიდან წასვლაზე ისაუბრა

15:19 ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017

კვირას კატალონიაში რეგიონის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი შედგა. მათ შორის, ვინც რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების წევრი ჟერარ პიკეც იყო. ფეხბურთელის განცხადებით, თუ ამის გამო ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელები მის თამაშს პრობლემად ჩათვლიან, ის ქვეყნის ეროვნულ გუნდს დატოვებს.

„ფრანკოს მმართველობისას საკუთარი აზრის დაფიქსირება შეუძლებელი იყო. კატალონიელი ვარ, თავს კატალონიელად მივიჩნევ და ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამ ხალხითა და მათი ქცევით კმაყოფილი ვარ. ვიცი, ესპანეთში არიან ადამიანები, რომლებიც დღეს მომხდარს აკრიტიკებენ და არიან ისინიც, ვისაც დემოკრატიის სჯერა. თუ ნაკრების მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერი ხელმძღვანელი ჩათვლის, რომ ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემას წარმოვადგენ, ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დავტოვებ“, - აცხადებს 30 წლის ცენტრალური მცველი.

შეგახსენებთ, რომ ჟერარ პიკე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს, მოგებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები და 91 გამართულ მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]