weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოლომონ კვერკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდა

10:11 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის” წევრი სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 25 წლის ქართველ ცენტრალურ მცველს მოსკოვის „დინამოსთან” კარგი თამაში გამოცემამ Sport Express დაუფასა.

„ორი თუ სამი ცენტრალური მცველი – „ლოკომოტივის” ქართველი ლეგიონერისთვის ერთი და იგივეა. კვერკველიამ კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაში აჩვენა დაცვაში”, - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ სოლომონ კვერკველია მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში. რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატში ქართველი მცველის მონაგარი 12 ჩატარებული მატჩი და 2 გოლია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]