„საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მიხარია, რომ ბიჭები კარგ განწყობაზე არიან. მჯერა, რომ ისინი წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო თასის ამ ეტაპზე. ცხენოსნობა ოლიმპიური სახეობაა და საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო. მსურს მადლობა გადავუხადო ცხენოსნობის ფედერაციას, ასევე ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტს“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობა ფიქრობს სპეციალური პროექტის შემუშავებაზე, რომელიც ცხენოსნობის განვითარებას ხელს შეუწყობს.