ვეტერან იტალიელთა ნაკრების რიგებში იქნებიან სტეფანო ფიორე, სალვატორე სკილაჩი, მასიმო ოდო და სხვა ვარსკვლავები, „ლიდერის“ შემადგენლობაში კი ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის მხარდამხარ ითამაშებენ გროზნოს საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ წევრები და ვეტერანი რუსი ფეხბურთელები - ანდრეი კერჟაკოვი და ვალერი კარპინი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ამხანაგური მატჩი გროზნოში ერთხელ უკვე ჩატარდა, როდესაც 2015 წლის 7 ოქტომბერს ჩეჩნურმა გუნდმა „ლიდერმა“ ამხანაგურ შეხვედრაში იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს 4:1 სძლია.