„პატარა კახი“ ტრადიციული ტურნირია, რომელიც პირველად შარშან გაიმართა, ხოლო წელს მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. მასში მონაწილეობა საქართველოს წამყვანმა საკალათბურთო რეგიონების გუნდებმა მიიღეს და ქუთაისის, რუსთავისა და თელავის გუნდებთან ერთად ტურნირში თელავთან დამეგობრებულმა ლატვიის ქალაქ ტალსის გუნდმაც იასპარეზა.
ფინალში ასპარეზობის უფლება ლატვიურმა და ქუთაისურმა გუნდებმა მოიპოვეს. სატიტულო მატჩი საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ ორთაბრძოლაში გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ, რომლებმაც ფინალური შეხვედრა 1 ქულის სხვაობით მოიგეს.
„პატარა კახი 2017“-ის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელი ლუკა ლომთაძე დასახელდა, რომელიც ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოვდა.