weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამერიკელი ქალი ფეხბურთელი ნასვამ მდგომარეობაში დისნეილენდიდან გააგდეს

15:44 ხუთშაბათი, 05 ოქტომბერი 2017

ქალთა საფეხბურთო კლუბ „ორლანდო პრაიდისა“ და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი ალექს მორგანი ფლორიდის შტატში არსებული „დისნეილენდიდან“ ხულიგნობის გამო გააძევეს. 28 წლის ფეხბურთელი გასართობი პარკის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ალექს მორგანი „დისნეილენდის“ ერთ-ერთ მომხმარებელთან კონფლიქტში შევიდა, რის გამოც მას ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ფეხბურთელმა „ტვიტერის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარ მოხდება.

2012 წელს ლონდონში ალექს მორგანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იმავე წელს იგი FIFA-ს ოქროს ბურთის სამ ფინალისტს შორის დაასახელეს. 2015 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატების ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეროვნულ გუნდთან ერთად იგი ასევეა 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და ვერცხლის მედლის მფლობელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]