weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

09:32 ორშაბათი, 08 მაისი 2017

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დასრულებულ ევროპის პირველობაზე 25 წლის ქართველი მოჭიდავე ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და თუკი გასულ წელს 75 კგ წონით კატეგორიაში აჯობა ყველას, ამჯერად ერთი წონით მაღლა - 80 კგ-ში მოიპოვა ევროპის უძლიერესი მოჭიდავის სახელი.

დილის პროგრამაში ზურაბ დათუნაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. ჯერ ბულგარელ დანიელ ალექსანდროვს 3:2 მოუგო, ჩეხი პეტრ ნოვაკი წუთსა და 17 წამში დაამარცხა (8:0) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს - რუსეთის ნაკრების წევრ ადლან აკიევს სძლია (2:1), საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელარუს რადიკ კულიევს დაეჭიდა და 4:2 დაამარცხა.

80 კილოგრამი (ისევე, როგორც 71 კგ) არაოლიმპიური წონითი კატეგორიაა. შესაბამისად, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ზურაბ დათუნაშვილი სავარაუდოდ კიდევ შეიცვლის წონას. 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]