weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ყაზახურ ტურნირზე 6 მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვეს

09:50 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ოლიმპიური ჩემპიონის, ჟაყსილიყ უშკემპიროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.

ტურნირის გამარჯვებულები ბექა მამუკაშვილი (74 კგ), თემურ ჭკუასელიძე (84 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, მეორე საპრიზო ადგილი გიორგი კურტანიძემ (66 კგ) დაიკავა, ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი გუჯაბიძე (66 კგ) და საბა ბუხრიკიძე (96 კგ) დაეუფლენენ.

ბექა მამუკაშვილმა (74 კგ) ფინალში სომეხი მალხაც ამოიანი დაამარცხა, თემურ ჭკუასელიძემ (84 კგ) მასპინძელ სანჟარ ტიმირბეკს მოუგო, ზვიად პატარიძემ (120 კგ) კი მასპინძლების კიდევ ერთი წარმომადგენელ ანტონ სავენკოს იოლად სძლია.

სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაში, სადაც მონაწილეობას 7 ქვეყნის ნაკრები (უზბეკეთი, სომხეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი და საქართველო) გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]