ვლადიმირ ვაისის გუნდმა „ცრვენა ზვეზდას“ სტადიონზე გუშინ 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. სლოვაკი მწვრთნელის განკარგულებაში არიან:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ქუთაისის ტორპედო).
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (მოსკოვის ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (დონეცკის შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (ს.კ.ა. ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია).
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ბ.ა.ტ.ე., ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვეიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (პლოცკის ვისლა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია) ჯაბა კანკავა (უკლუბო).
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ვენის რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).
საქართველო მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლში ჯერ კიდევ მოუგებლადაა, ნანატრი გამარჯვება კი ბოლო ტურში „ჯვაროსნებისთვის“ ურთულესი იქნება, რადგან მეტოქე ძლიერია და შეიძლება ითქვას, სერბეთი ერთადერთი გუნდია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ამ შესარჩევში უშანსოდ სძლია - შეგახსენებთ, რომ პირველი წრის მატჩი თბილისში სლავოლიუბ მუსლინის გუნდმა 3:1 მოიგო. დღეს გამარჯვების შემთხვევაში სერბეთის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი პოლონელი პაველ გილი იქნება.